30 აგვისტო

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიხაძირში, ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს - „ტბელობას“ დაესწრო.

ღონისძიება ტრადიციულად, ხიხაძირიდან, ტბელ აბუსერისძის სახლ-მუზეუმიდან დაიწყო. შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს  ღვაწლმოსილი მამულიშვილის დამსახურება ქვეყნისა და ერის წინაშე. დიდი მეცნიერისა და შემოქმედის - აბუსერისძე ტბელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ადგილობრივი შემოქმედებითი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით დასრულდა.

დღესვე, ქვემო ვაშლოვანში, ,,სატბაოს“ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო, სადაც დაიდგა ,,ხორუმის“ მონუმენტი. ასევე, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ,,ბერმუხასა“ და დამსახურებული ხულოელი ხელოვანის დავით აბულაძის ვარსკვლავი.

ღონისძიებებს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, აჭარის მთავრობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი