29 აგვისტო

      აჭარის უმაღლეს საბჭოს პოლონელი ახალგაზრდები ეწვივნენ. ქვემო სილეზიის სავოევოდოს დედაქალაქიდან, ვროცლავიდან  ჩამოსულ სტუმრებს საკანონმდებლო ორგანოს აპარატის ხელმძღვანელმა - ზურაბ ჭურკვეიძემ უმასპინძლა.     

      მოსწავლეები გაეცნენ უმაღლესი საბჭოს ფუნქციებსა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის ძირითად პრინციპებს, დაათვალიერეს ისტორიული შენობა, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

     პოლონელი ახალგაზრდები, საქართველოში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისს შორის რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი გაცვლითი პროგრამით იმყოფებიან. ანალოგიური ვიზიტით, კონკურსის წესით შერჩეული 10 მოსწავლე აჭარიდან, უახლოეს დღეებში, ვროცლავში გაემგზავრება.