19 აგვისტო

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, ქალაქ ბათუმში თურქეთის გენერალურ კონსულს, რიზა ქაღან ილმაზს, დიპლომატიური მისიის ამოწურვასთან დაკავშირებით უმასპინძლა.

გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ თურქ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ორ მეზობელ, პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და შემდგომი წარმატებები უსურვა.