30 ივლისი

    აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ნადიმ ვარშანიძემ და ლადო მგალობლიშვილმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან - ზაზა დიასამიძესთან, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 43 წარმატებული მოსწავლე, პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის სტიპენდიით დააჯილდოეს.

    ,,მოსწავლეთა სტიპენდიის'' პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების იმ მოსწავლეების (X-XI-XII კლასი) დაფინანსებას ითვალისწინებს, რომელთაც საერთო შეფასება 9.8 და მეტი აქვთ.

    პროგრამა 2022 წლიდან ამოქმედდა, რომლის მიზანი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეების წახალისება და პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის ღვაწლის დაფასებაა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი