18 ივლისი

    ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი განიხილეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა.

    კანონის პროექტი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადაყვანისთვის შესაბამისი ცვლილებების განხორციელებასა და აღნიშნული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსთან“ ჰარმონიზაციას ითვალისწინებს. კანონის პროექტი გამარტივებული წესით განიხილება.

  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

  დღესვე, სხდომაზე, მოისმინეს და ცნობად მიიღეს, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ლადო მგალობლიშვილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების უმაღლესი საბჭოს ფრაქციების მიერ 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე გამოყენების შესახებ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი