18 ივლისი

     უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, აჭარის 2024 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

     მომხსენებლის განცხადებით, პროექტის მიხედვით, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი (ნაშთის გამოყენების გარეშე) იზრდება 59 650,0 ათასი ლარით და  განისაზღვრება 708 750,0 ათასი ლარით, იზრდება როგორც საბიუჯეტო შემოსავლები, ასევე საშემოსავლო გადასახადების ფაქტობრივი და მოსალოდნელი შესრულების მაჩვენებლები.

     კანონპროექტის წარდგენის შემდეგ, ჯაბა ფუტკარაძემ უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები. კომიტეტებმა საბიუჯეტო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი