15 ივლისი

   უმაღლეს საბჭოში აჭარის 2024 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილების განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება, კანონმდებლებმა, ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.

   კანონის პროექტი, ბიუროს წევრებს, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარუდგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

   ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში განსახილველად ჩაეშვა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი.მომხსენებლის - დავით გაბაიძის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადაყვანისთვის შესაბამისი ცვლილებების განხორციელებასა და აღნიშნული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსთან“ ჰარმონიზაციას ითვალისწინებს. კანონის პროექტი გამარტივებული წესით განიხილება, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.