11 ივლისი

   „ანსამბლმა „ბეთლემმა“ დაარსებისთანავე მოიპოვა ხალხის სიყვარული და აგერ, უკვე ორი ათეული წელია ღირსეულად ემსახურება საქმეს, რომლის მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაციაა,“ - განაცხადა უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ფრიდონ ფუტკარაძემ, ანსამბლ „ბეთლემის“ საიუბილეო საღამოზე.

    ქართული კულტურისა და ხელოვნების განვითარება-პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, ,,ბეთლემს“ ,,სახალხო ანსამბლის წოდება“ მიენიჭა. დამსახურებული ჯილდო, შემოქმედებით ჯგუფს, საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის თავმჯდომარემ, კახაბერ მარკოიშვილმა გადასცა. დაარსებიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, ანსამბლის უხუცესებთან ერთად, სხვადასხვა შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობდნენ.

    „ბეთლემი“ ქართული ხალხური და მსოფლიო ცეკვების არაერთი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე და პრიზიორია, მიღებული აქვს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯილდოები. საზეიმო ღონისძიება აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,არსიანის“ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.  

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი