11 ივლისი

    უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში - ფრიდონ ფუტკარაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ზაზა შავაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ წონიარისში,  ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის - „ფორეჯის“ კუთვნილი კალმახის საინკუბაციო საწარმოს მუშაობას გაეცნენ.

    ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, ასოციაცია საქართველოში აკვაკულტურის მდგრადი განვითარებისა და თევზსაშენი მეურნეობების რენტაბელობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 

    წლის განმავლობაში, საწარმოში, დაახლოებით, ერთი მილიონი მაღალი სელექციისა და იმუნიტეტის მქონე კალმახი და ლიფსიტი გამოჰყავთ, რომლებიც შემდგომში ასოციაციის წევრი ფერმერების მეურნეობებში იზრდებიან. სპეციალისტების განმარტებით, ამ მიდგომით, დანაკარგები 50%-იდან 5 %-მდე  მცირდება.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი