11 ივლისი

    აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში - ტიტე აროშიძე, ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სარფის, კვარიათის, გონიოს, ახალსოფლისა და ვარშანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიებზე წყალარინების ქსელისა და სატუმბი სადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო.

    მასშტაბური პროექტი, რომლის ღირებულება 10 მილიონ ლარს აჭარბებს, 2025 წლისთვის უნდა დასრულდეს და წყალარინების სისტემების სრულად აღდგენა-მოწესრიგებას ითვალისწინებს. განახლებული ქსელით 50 000 ოჯახი ისარგებლებს. ამ ეტაპისთვის დასრულებულია მთელი რიგი სამუშაოები.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი