08 ივლისი

  აჭარის დელეგაცია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ინეგოლში, კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის დღეებს დაესწრო.

  ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებთან, დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ადგილობრივი საწარმოები.

  ოფიციალურ შეხვედრებსა და საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც მარმარილოს კავკასიის ქართული ასოციაციების ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ კონსტანტინიდი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ფრიდონ ფუტკარაძე, ლადო მგალობლიშვილი, აპარატის უფროსი - ზურაბ ჭურკვეიძე და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

  ფესტივალის დასკვნით საღამოს კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის ცენტრმა უმასპინძლა. საზეიმო ღონისძიება, ტრადიციისამებრ, გაიმართა ერთ-ერთ ქართულ სოფელში - მარმარის რეგიონის ორჰანგაზის რაიონში.

  ჩვენებურების ფესტივალი ინეგოლში 2001 წლიდან ტარდება. 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი