01 ივლისი

     უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აჭარის სარაგბო კავშირის ხელმძღვანელი - ილია ვერძაძე, მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში - ფრიდონ ფუტკარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოს სარაგბო კავშირის წარმომადგენლებთან ერთად, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, რაგბის პირველ საზაფხულო ფესტივალს დაესწრნენ.

     ღონისძიებებში აჭარის ოთხი მუნიციპალიტეტის - შუახევის, ხელვაჩაურის, ბათუმისა და ქობულეთის 10 გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრი 2013-2014 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის მიმდინარეობდა. წარმატებულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.

    სპორტული ღონისძიებები რაგბის კვირეულის, საქართველო-ფიჯის ნაკრები გუნდების სატესტო შეხვედრის ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანი მოზარდებში რაგბის პოპულარიზაცია და ხელშეწყობაა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი