27 ივნისი

     საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებისას, კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, სრულიად საქართველოს, ისტორიული გამარჯვება - ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გადასვლა მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

    კანონმდებლებმა, სხდომაზე, მხარი დაუჭირეს აჭარის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი  მონაცემებისა და მიმართულებების  შესახებ  (2025 -2028 წლების) ინფორმაციის თაობაზე პროცედურების გაგრძელებას. საკითხი, კომიტეტის წევრებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოუდგინა.  

       ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, პოზიტიური, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. მინიმუმ 10 %-ით გაზრდილი ბიუჯეტის, დაახლოებით 65-70 %, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაიხარჯება. მნიშვნელოვნად იზრდება ყველა სამინისტროსა და უწყების ბიუჯეტი.

    ძირითადი პარამეტრებისა და მნიშვნელოვანი პროექტების წარდგენის შემდეგ, მინისტრმა უპასუხა კომიტეტის წევრების შეკითხვებს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი