26 ივნისი

      აჭარის უმაღლეს საბჭოში კვლევითი საქმიანობის გაძლიერების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შორის.

      სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს არსებული გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო მოდელების დამკვიდრების მნიშვნელობის საკითხები. ისაუბრეს საპარლამენტო, საზედამხედველო და კანონშემოქმედებით საქმიანობაში კვლევის პროდუქტების მნიშვნელობის, GPRC საქმიანობის სპეციფიკის, კვლევითი მეთოდოლოგიისა და მასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ.

      უმაღლესი საბჭოს კვლევითი საქმიანობის გაძლიერების მხარდამჭერია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტი, "ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუტები საქართველოში".

     

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი