25 ივნისი

      აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ფრიდონ ფუტკარაძე და გიორგი მანველიძე, ხელისუფლების, სამეცნიერო წრეების, განათლების, კულტურის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ხულოს კულტურის ცენტრში, გამორჩეული ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის - პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

      ცნობილი ენათმეცნიერი - ტარიელ ფუტკარაძე იყო: საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბათუმის პრეფექტი (1991), საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი (2011-2021), 300-ზე მეტი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომის ავტორი. მისი უდიდესი წვლილი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, სამეცნიერო თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში, ახალგაზრდობის აღზრდასა და ენათმეცნიერების საკითხებით დაინტერესებაში, ასახულია მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში.

    ღონისძიების დასასრულს, ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის გახსენებისათვის, ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა ტარიელ ფუტკარაძის ძმამ - მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ.

    ხსოვნის საღამო ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი