25 ივნისი

       ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

       მე-10 ნავმისადგომთან გამართულ ღონისძიებაზე გამოცდილ და მომავალ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა - ალექსი ახვლედიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ლევან დავითაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ.

       საზეიმო ღონისძიებას, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, დიპლომატიური კორპუსის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

     პროფესიულ დღესასწაულზე, ტრადიციულად, „მეზღვაურის ფიცი“ დადეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პირველკურსელებმა.

   საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის წელსაც დაჯილდოვდნენ მეზღვაურები - შორეული ნაოსნობის კაპიტნები, უფროსი მექანიკოსები, საზღვაო დარგის პედაგოგები. ზღვაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ათეულობით ადამიანის გადარჩენისათვის ორ ქართველ, შორეული ნაოსნობის კაპიტანს კი, მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო გადაეცა. აქვე დასახელდნენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის - IMO-ს კეთილი ნების ელჩები.

         საზეიმო ღონისძიების მონაწილეებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას და  ტრადიციულად, ზღვაში სამგლოვიარო გვირგვინი ჩაუშვეს.

         მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ჩვენს ქვეყანაში 2011 წლიდან აღინიშნება.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი