24 ივნისი

   ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, აჭარის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. კანონმდებლების წინაშე, მოხსენებით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ჯაბა  ფუტკარაძე წარსდგა.

   მისი განცხადებით, მომავალი წლის პრიორიტეტები მოსახლეობის მოთხოვნილებებზე, კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, დასაქმების, შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული და ამის შესაძლებლობას მნიშვნლოვნად გაზრდილი ბიუჯეტი იძლევა. მინისტრის თქმით, მომავალი წლის  რესპუბლიკური ბიუჯეტი - 800 მილიონ ლარს აჭარბებს და სამომავლო პროგნოზით, მილიარდ ლარს მიუახლოვდება.

   წარმოდგენილი ინფორმაციით, 10,1 %-ით იზრდება ბიუჯეტის შემოსულობები, შემოსავლების ნაწილში ზრდის მაჩვენებლები - 18,3 %-ია, 18, 7 %-იანი ზრდა მოდის საშემოსავლო გადასახადებზე.

   კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, ჯაბა ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ორივე კომიტეტმა ცნობად მიიღო.

   მინისტრის მოხსენების შემდეგ,  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა, სალიბაურის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებულ პეტიციაზე - „უსინათლო ან/და მცირედ მხედველი ადამიანების უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნა“ იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის - ილია ვერძაძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია კომიტეტმა ცნობად მიიღო.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი