20 ივნისი

  უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.

  ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი, სხდომაზე,  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, დასრულდა განხილვის პროცედურები და კანონის პროექტი მომზადებულია პლენარული სხდომისთვის.

  ბიუროს გადაწყვეტილებით,  „ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და მათი მართვის შესახებ“ კანონის პროექტის (II მოსმენა) განხილვისთვის  ახალი ვადა განისაზღვრა. შესაბამისი წინადადებით, ბიუროს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა მიმართა.

  ბიურომ, წამყვან კომიტეტში განხილვის ახალი ვადა განსაზღვრა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებითაც. აღნიშნული წინადადებით, ბიუროს წევრებს, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ მიმართა.

  სხდომაზე განისაზღვრა უმაღლესი საბჭოს 20 ივნისის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი