20 ივნისი

    „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი განიხილეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

    კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, სხდომაზე, ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, კანონპროექტი  მზადაა პლენარულ სხდომაზე გამარტივებული წესით განხილვისთვის.

 კანონმდებლების გადაწყვეტილებით საკითხი უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაეცა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი