18 ივნისი

     აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის  სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა, სამი უწყების -  აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ა(ა)იპ  „აგროსერვის ცენტრისა“ და სსიპ  „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. 

     ანგარიშებით, კანონმდებლების წინაშე, აღნიშნულ უწყებათა ხელმძღვანელები - ჯემალ ნაკაშიძე, რაულ თავართქილაძე და ლევან გორგილაძე წარსდგნენ.

     სამოქმედო გეგმებით გაწერილი პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზე, ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე საუბრის გარდა, მომხსენებლებმა კანონმდებლებს სიახლეებსა და სამომავლო საჭიროებებზე მიაწოდეს ინფორმაცია, უპასუხეს სხდომაზე დასმულ კითხვებს.

     წარმოდგენილი ანგარიშები კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს.