17 ივნისი

     აჭარის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის - მეურვეობის კანდიდატად სოსო სტურუას წარუდგენს. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.

       კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, აჭარის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად - მეურვედ, სამი კანდიდატი წარუდგინოს. როგორც ცნობილია, სამეურვეო საბჭოში უმაღლესი საბჭოს კვოტით უკვე არჩეულია ორი მეურვე. 

       დავით გაბაიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის საკონკურსი კომისიამ აჭარის უმაღლეს საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის - მეურვეობის კანდიდატურის შესარჩევად 11 კონკურსანტი წარმოუდგინა: ემზარ დიასამიძე, მარინე გიორგაძე, ფირუზ ბოლქვაძე, გიორგი იაკობაშვილი, გიორგი ლაზიშვილი, იზაბელა ოსიპოვა, სოსო სტურუა, პაატა სურგულაძე, დონარა შონავა, მიხეილ ჩიკვილაძე და თამარ წილოსანი. მათგან, ღია კენჭისრით, 11 ხმით (არცერთი წინააღმდეგი), უმაღლესი საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს სოსო სტურუას კანდიდატურას.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი