17 ივნისი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე  - დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს:

   საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის - მეურვეობის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენის შესახებ საკითხი, ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განიხილება.

   განხილვის პროცედურები იწყება საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის  ინიციატივაზე  - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში  შესატანი ცვლილების პროექტი, ბიუროს წევრებს, კომიტეტის თავმჯდომარემ, ლადო მგალობლიშვილმა წარუდგინა.