16 ივნისი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ მუსლიმ მრევლს უდიდესი საღვთო დღესასწაული - ყურბან-ბაირამი მიულოცა.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, ბათუმის ორთა ჯამეში, ქალაქ ბათუმის მერთან - არჩილ ჩიქოვანთან,  ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მივიდა და სადღესასწაულო ლოცვას დაესწრო.

ყურბან-ბაირამი მუსლიმანური სამყაროს უდიდესი დღესასწაულია. იგი მოძრავია და მარხვის დასრულებიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები ღმერთს პირუტყვს სწირავენ და ხორცს ქველმოქმედების მიზნით არიგებენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი