15 ივნისი

   „დაავადების დროული გამოვლენა, დიაგნოსტირება და მკურნალობა უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის. ყოველი დროული დიაგნოზი, უკვე ნიშნავს დროულ მკურნალობას და ადამიანის გადარჩენას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი კომიტეტი, აგრძელებს ტრადიციას და საქართველოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობით, პერიოდულად სტუმრობს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის უფასო სამედიცინო კვლევის მორიგი აქციის ჩატარებისას.

   კომიტეტის ინიციატივით,  მაღალმთიან აჭარას, ამჯერად საქართველოს ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის ექიმები ეწვივნენ და შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ათეულობით ადამიანს უფასო გამოკვლევა ჩაუტარეს.

   აქციის ფარგლებში, ჯანმრთელობის კვლევის პარალეურად, მსურველებს, ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციებიც გაუწიეს.

   აქციის მსვლელობისას, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, მაჟორიტარ დეპუტატებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად, მოსახლეობის საჭიროებების შესწავლის მიზნით, გაესაუბრნენ მედიკოსებს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი