13 ივნისი

    უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმინეს - ნინო ნიჟარაძე სამინისტროს საქმიანობის შესახებ ვრცელი მოხსენებით წარსდგა.

    მისი განცხადებით, 2023 წელს, სამინისტროს ბიუჯეტი, რომელიც 48 249 500 ლარს შეადგენდა, 99,3 % -ით შესრულდა. რაც შეეხება 2024 წლის ბიუჯეტს, ის წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, 18 020 000 ლარით გაიზარდა და 51 255 000 ლარია. სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, ახორციელებს 36 პროგრამას. საანგარიშო წლებში, აჭარის მოსახლეობამ, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დასაქმების მიმართულებით არსებული სხვადასხვა სერვისით (103 432 ბენეფიციარი) ისარგებლა.

    მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან პროგრამულ სიახლეებსა და იმ სამუშაოებზე, რომლებიც მიმართულია არსებული გამოწვევების დასაძლევად.

    კანონმდებლებმა დადებითად შეაფასეს სამინისტროს საქმიანობა და გამოსვლების დასრულების შემდეგ, წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.

    სხდომაზე, ასევე განიხილეს და ერთხმად მიიღეს დადგენილების პროექტი - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი