13 ივნისი

   საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე  საკანონმდებლო ინიციატივის წესით ინიცირების საკითხი განიხილეს.

  როგორც ლადო მგალობლიშვილმა აღნიშნა, კანონპროექტით, საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტს აღარ ექნება ვალდებულება, კანონპროექტს დაურთოს იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) შედის ცვლილება.

 კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივის დაწყებას.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი