07 ივნისი

    საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარეს მოუსმინეს. სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა, თინათინ ზოიძემ დეპარტამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და მიმდინარე წლის ტურისტული სეზონის მზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგინა.
    მომხსენებლის განცხადებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება 4 პრიორიტეტული მიმართულებით მუშაობს. 2023 წელი გამორჩეული იყო მზარდი დინამიკით და რეგიონში 4,6 მილიონი ვიზიტი განხორციელდა, რაც, წინა წელთან შედარებით, ზრდის 11%-იანი მაჩვენებელია. საგრძნობლადაა გაზრდილი უწყების 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც თითქმის 20 მილიონი ლარია. ამასთან, პირველ კვარტალში შიდა და გარე ვიზიტების რაოდენობა უკვე აჭარბებს 900 ათასს.
    რეგიონში მიმდინარე პროექტებზე, ტურისტულ პროდუქციასა და სეზონის მოლოდინებზე საუბრის შემდეგ, მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.
წარმოდგენილი ანგარიში და ინფორმაცია კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი