აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების სამუშაო შეხვედრაზე, ერთობლივი თემატური მოკვლევის - „ადრეული ქორწინება და მისი უკუშედეგები“, საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხები განიხილეს.
ამავე კომიტეტების თავმჯდომარეების - ცოტნე ანანიძისა და ილია ვერძაძის განცხადებით, საკითხზე თემატური მომხსენებელი გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე - ფატი ხალვაში იქნება, რომელიც ყველა პროცედურის დასრულების შემდგომ, შემაჯამებელ მოხსენებას წარადგენს.
როგორც სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, მოკვლევა რამდენიმე მიმართულებით წარიმართება და მოიცავს: სტატისტიკურ მონაცემებს, ადრეული ქორწინებისა და მისი უკუშედეგების გამოვლენის გზებს, საინფორმაციო კამპანიასა და პრევენციულ ღონისძიებებს, ასევე დახმარების პროგრამებს. ამასთან, თემატური მოკვლევის კითხვარები გადაიგზავნება ყველა შესაბამის უწყებასა და სტრუქტურაში.
მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება, კომიტეტებმა, 2024 წლის 19 აპრილის გაერთიანებულ სხდომაზე მიიღეს.