20 მაისი

   აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები - ფრიდონ ფუტკარაძე და მარინე გვიანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ამავე უწყების 2025 - 2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვას დაესწრნენ. შესაბამისი პრეზენტაციით  აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ზაზა შავაძე წარსდგა.

   მომხსენებლის განცხადებით, პრიორიტეტები - სოფლის განვითარების, გარემოს დაცვისა და ტყის რესურსების მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბდა და ორიენტირებულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვაზე, ტყის მდგრად მართვაზე.  სამინისტრო,  დაახლოებით 40 მილიონამდე გაზრდილი ბიუჯეტით, 2025 წელს - 17 პროგრამასა და 13 ქვეპროგრამას გაბახორციელებს.

   შეხვედრას მინისტრის, მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების დეპარტამენტებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი