16 მაისი

    აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე, პროექტის - „Digital Blue Economy and Innovation Acceleration Network (DBAN)“ ფარგლებში, „Smart specialization და Batumi Blue Expo სტეიქჰოლდერებისთვის“კონფერენციას დაესწრნენ.

    „საზღვაო დარგი უმნიშვნელოვანესია ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის. ლურჯი ეკონომიკის ინიციატივების განხორციელება და საინვესტიციო შესაძლებლობების გაძლიერება, სასიკეთოდ აისახება საქართველოს მოსახლეობაზე,“-  აღნიშნა ტიტე აროშიძემ მისასალმებელ სიტყვაში.

      ღონისძიების ფარგლებში, ლურჯი (საზღვაო) ეკონომიკით დაინტერესებულ მხარეები (სტეიქჰოლდერებს) გაეცნენ პროექტის მიზნებს, პარტნიორ ქვეყნებში განხორციელებულ აქტივობებს, შედეგებს, საზღვაო ინდუსტრიაში დიჯიტალიზაციის მიმართულებით არსებულ ვითარებას, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს. ყურადღება გამახვილდა ციფრული ტექნოლოგიებით სარგებლობის, საზოგადოების ცნობიერების საკითხებსა და რეკომენდაციებზე.   

     კონფერენცია, რომელიც საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების ცენტრის მხარდაჭერით იმართება ორდღიანია და ხვალ, 17 მაისს,  ბათუმის საზღვაო აკადემიაში გადაინაცვლებს.  

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი