16 მაისი

     16 მაისის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი განსაზღვრეს  ბიუროს სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა. კანონმდებლები, დღეს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს - მაია ხაჯიშვილს მოუსმენენ. სხდომაზე, გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე.

      ბიუროზე, ასევე იმსჯელეს 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის განხილვის პროცედურებზე. საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი