15 მაისი

      საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს - ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშით წარსდგა.

     „რეგიონისთვის მნიშვნელოვანი არცერთი პროექტი და პროგრამა არ შეჩერებულა შარშან და ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება“, - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

       მინისტრის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში, ბიუჯეტი 81 %-ით შეასრულა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, 94 %-იანი შესრულება აქვს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, 99 %-ია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანალოგიური მაჩვენებელი, ხოლო 98 %-ით შესრულდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი.

       კომიტეტმა მინისტრის ანგარიში ცნობად მიიღო.

     

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი