15 მაისი

    2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური და 2024 წლის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშები განიხილეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.  კანონმდებლების წინაშე შესაბამისი მოხსენებები ფინანსთა და ეკონომიკის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებმა  - ჯაბა ფუტკარაძემ და ნინო ნიჟარაძემ წარმოადგინეს.

     ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების გაცნობის შემდეგ, მომხსენებლებმა სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ, მიმდინარე პროგრამებზე, პროექტებზე, არსებული გამოწვევების გადაჭრის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებსა და სიახლეებზე ისაუბრეს, უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს.

    კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკითხებზე რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი