15 მაისი

    განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტების თავმჯდომარეები - დავით ბაციკაძე და ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდნენ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს - ჯაბა ფუტკარაძე 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური და 2024 წლის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშებით წარსდგა.

    მომხსენებელის განცხადებით, 2023 წლის შემოსულობების გეგმა განისაზღვრა 541 949,4 ათასი ლარით, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა - 542 562,9 ათასი ლარი, რაც გეგმის 100,1 პროცენტია. 100,8 პროცენტით შესრულდა საანგარიშო პერიოდის შემოსავლების გეგმა, ხოლო საშემოსავლო გადასახადის გეგმის მაჩვენებელმა 100,6 პროცენტი შეადგინა. როგორც ჯაბა ფუტკარაძემ აღნიშნა, გადაჭარბებით შესრულდა სხვა შემოსავლების გეგმაც(104,5 პროცენტი). რაც შეეხება არაფინანსური აქტივების კლების გეგმას, რომელიც 40 415,7 ათასი ლარი იყო, შესრულებულია 92,0 პროცენტით.

    რეგიონისა და მისი მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისა და მათი მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, მინისტრმა 2024 წლის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ ისაუბრა, უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

       წარმოდგენილი ანგარიშები ორივე კომიტეტმა ცნობად მიიღო.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი