06 მაისი

      მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის წევრებთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაულს - „მარეთობას“ დაესწრო.

     სახალხო ზეიმი, ტრადიციულად, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. ოთხ ადგილობრივს მიენიჭა „საპატიო მარეთელის“ წოდება, დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სფეროში გამორჩეული ადამიანები,  ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგები, წარჩინებული ახალგაზრდები. ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო დეკორატიული კუთხეები, ტრადიციული სამზარეულო, სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები და მარეთის ხეობის ტრადიციების ამსახველი ფოტო-გამოფენა.

     დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლები გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვას დაესწრნენ, მოსახლეობას გიორგობა მიულოცეს, გახსნეს ფრიდონ ქარცივაძის სახელობის სკვერი და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი