15 აპრილი

    „თემატური მომხსენებლის როლი: საერთაშორისო პრაქტიკა, საქართველოს პარლამენტის გამოცდილება და შესაძლებლობები აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის“ -  საკანონმდებლო ორგანოს წევრებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება გახსნეს და თემატური მოკვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა - ირინე ურუშაძემ.

    ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო გამოცდილებაზე, საქართველოს პარლამენტში თემატური მომხსენებლის როლზე, სამოქმედო გეგმასა და კომიტეტების აპარატების მუშაობის სპეციფიკაზე. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ამ მიმართულებით უმაღლესი საბჭოს შესაძლებლობებსა და ორგანიზაციულ საკითხებზე, ასევე თემატური მომხსენებლის განსაზღვრისა და სამომავლო აქტივობების დაგეგმვაზე.

   სამუშაო შეხვედრას, რომელიც ევროკავშირისა და UNDP-ის ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით გაიმართა, ამავე პროექტის კონსულტანტი - კახა ურიადმყოფელი უძღვებოდა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი