14 აპრილი

მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმში, დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

უმაღლესი საბჭოს წევრმა შეხვედრის მონაწილეებს დედაენის დღე მიულოცა, გაიხსენა 1978 წლის ცნობილი მოვლენები,  ისაუბრა ქართული ენის უნიკალურობასა და მისი დაცვის მნიშვნელობაზე.

ღონისძიებაში ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და კულტურის ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი