1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 35 წლისთავზე, ქვეყნის თავისუფლებისთვის გმირულად დაღუპულები გაიხსენეს ბათუმში - აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების, სტუდენტი-ახალგაზრდობის წარმომადგენლებმა გმირთა ხეივანში, ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას.
35 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენებით, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა. 9 აპრილს დაღუპული 21 ადამიანის თავგანწირვას უშედეგოდ არ ჩაუვლია, 1991 წლის 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.
9 აპრილის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა.