29 მარტი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი - ირაკლი ჭეიშვილი, ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, 26- 28 მარტს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 46-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობდა.

    სესიის პირველ სამუშაო დღე, რომელიც კონგრესის პრეზიდენტმა - მარკ ქულსიმ და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა გახსნეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის თაობაზე დებატებს დაეთმო, კენჭი ეყარა უკრაინელი ბავშვების უფლებების დაცვის შესახებ დეკლარაციის პროექტს.

  კონგრესის 46-ე სესიაზე დებატები გაიმართა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებებისა და გარემოსდაცვით საკითხებზე, მათ შორის, ბუნებრივ კატასტროფებსა და კლიმატურ რისკებზე, გაეროს მომავლის სამიტზე, ადამიანის უფლებების ჩარჩოკონვენციის პროექტზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე.

       კონგრესის მონაწილეებმა მოისმინეს იტალიის, ნორვეგიის, ანდორის, მონტენეგროს, საფრანგეთის, ხორვატიის ადგილობრივ თვითმმართველობებში ევროპული ქარტიის განხორციელების მონიტორინგის ანგარიშები და კენჭი უყარეს მოლდოვაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს. კონგრესზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, ლიხტენშტეინის თავმჯდომარეობის ფარგლებში, სიტყვით გამოვიდა, პრემიერ-მინისტრის მოადგილე, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და გარემოსდაცვის მინისტრი - საბინე მონაუნი. სესიის მსვლელობისას, მოისმინეს მოსაზრებები ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების როლზე ბელარუსული დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით.

    კონგრესზე ქართული დელეგაცია აჭარის უმაღლესი საბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრებით იყო წარმოდგენილი.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი