27 მარტი

    აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - მარინე გვიანიძე, დავით თედორაძე და ირაკლი ჩავლეიშვილი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის 100 წლის საიუბილეო საღამოს დაესწრნენ.

     „განუზომელია ალექსანდრე ჩხაიძის ღვაწლი და დამსახურება. ის იყო, არა მხოლოდ უზომოდ ნიჭიერი და მრავალმხრივი შემოქმედი, არამედ გამორჩეული პიროვნება“, - განაცხადა უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით თედორაძემ სიტყვით გამოსვლისას.

       ცნობილი დრამატურგი, მწერალი, ჟურნალისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, 1974-1998 წლებში აჭარის თეატრის მოღვაწეთა კავშირს ხელმძღვანელობდა. ალექსანდრე ჩხაიძის პიესები დადგმულია საქართველოს ყველა თეატრში, ასევე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, მათ შორის, ბულგარეთში, პოლონეთში, ჩინეთში, გერმანიასა და ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში. ალექსანდრე ჩხაიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას, მისი სახელი ჰქვია.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი