23 მარტი

    ბათუმისათვის ბრძოლებიდან 103 წლისთავზე გმირულად დაღუპულები გაიხსენეს.  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - მარინე გვიანიძემ და ფატი ხალვაშმა, მთავრობის, ბათუმის თვითმმართველობის, საზოგადოების წარმომადგენლებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს თავისუფლების მოედანზე მდებარე გმირთა საძმო საფლავი.

    103 წლის წინ,  23 მარტს, გენერალ  გიორგი მაზნიაშვილის საჯარისო ნაწილების მებრძოლთა და მოხალისეთა თავდადებით აჭარა დედასამშობლოს დაუბრუნდა.

    გმირთა საფლავები წლების განმავლობაში ასფალტით იყო დაფარული. გასული საუკუნის 90-იან წლებში, პატრიოტთა ერთმა ჯგუფმა, დაღუპულთა საძმო საფლავის დასადგენად, ბრძოლის სავარაუდო ადგილის - ბათუმის ცენტრალური მოედნის გათხრა მოითხოვა. აღმოჩენილი ნეშტები პატივითა და დიდებით დაკრძალეს საძმო საფლავში, თავისუფლების მოედანზე,  სადაც ყოველ წელს იკრიბებიან ბათუმელები და ჩვენი ქვეყნის ერთიანობის გულშემატკივრები.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი