22 მარტი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის სხდომაზე, 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის მიმოხილვა საკანონმდებლო ორგანოსა და ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ წარმოადგინა. სამოქმედო გეგმით გაწერილი ვალდებულებებისა და ცალკეული ეტაპების შესრულების შესახებ ინფორმაცია ცნობად მიიღეს.

     ახალგაზრდული კონკურსების შესახებ საკითხი, რომელსაც სამოქმედო გეგმის მეორე ვალდებულება - „ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერება უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში“ ითვალისწინებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ბაციკაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ინფორმაცია კონკურსების შესახებ უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

     „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოების ღია მმართველობის შეფასება’’ - თემატურ მოკვლევის შემაჯამებელი ანგარიშის ბიუროსთვის წარდგენასთან დაკავშირებით, მოხსენება დავით გაბაიძემ, თანამოხსენებები კი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ, საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა, საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა წევრმა - ირაკლი ჩავლეიშვილმა წარმოადგინეს.

     სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ ღია მმართველობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასა და ვალდებულებებზე ისაუბრა უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა - ზურაბ ჭურკვეიძემ.

     განხილულ საკითხებზე მოსაზრებები გამოთქვეს დონორი ორგანიზაციისა და საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა სამოქალაქო სექტორიდან.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი