ბიუროს სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის შემადგენლობაში ცვლილება განიხილეს.
მომხსენებლის, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ვლადიმერ მგალობლიშვილის განცხადებით, ცვლილება უმაღლესი საბჭოს წევრის, გიორგი კირთაძის მიერ, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას უკავშირდება. შესაბამისი განცხადება კომიტეტში 2024 წლის 21 მარტს შევიდა.
ამიერიდან, გიორგი კირთაძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში დამოუკიდებელი წევრის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტას კი, გია აბულაძე შეავსებს.