20 მარტი

    2024 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. მიმდინარე წლის  მიზნები, ამოცანები და აქტივობები, კანონმდებლებს, კომიტეტის თავმჯდომარემ - ფრიდონ ფუტკარაძემ წარუდგინა.

   სამოქმედო გეგმა, სხდომაზე გამოთქმული წინადადების გათვალისწინებით, დაამტკიცდა.

   რაც შეეხება კომიტეტის 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს, კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს საკითხზე რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას. მოხსენებით სხდომაზე ფრიდონ ფუტკარაძე  წარსდგა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი