18 მარტი

     „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად აირჩიოს მისი სოფლისთვის პრიორიტეტული, მნიშვნელოვანი პროექტი. ხალხი თავად წყვეტს რა გააკეთოს უპირველესად, სახელმწიფო კი ამ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.  

       მისი განცხადებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაგეგმილია მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში. 

   აღნიშნულ ფორმატში, ღონისძიებები 12 მარტს დაიწყო და ხვალ, მაჭახელას ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში დასრულდება. წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი 968 000 ლარია.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი