საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.
კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა და 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.
კანონმდებლებმა აღნიშნულ საკითხებზე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების გაგრძელებას მხარი დაუჭირეს.