12 მარტი

       აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი - ტიტე აროშიძე,  ცოტნე დადიანის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო. 

       ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემისა და ტროტუარის მოწყობა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია განათების სისტემის რეაბილიტაცია და ასფალტის საფარის დაგება. სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და ნოემბერში დასრულდება. 

     უმაღლესი საბჭოს წევრმა, დადიანის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქალაქ ბათუმის მერ - არჩილ ჩიქოვანთან, პარლამენტარ - რესან კონცელიძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი