05 მარტი

      აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია გაიხსნა. მორიგ პლენარულ სხდომაზე, საჯარო სამსახურის საბჭოს წევრად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე აირჩიეს.

      სხდომაზე, შესაბამისი მოხსენებით,  საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძემ წარსდგა. მისი განცხადებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო სამსახურის საბჭოს მიზანი საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობაა. საბჭო 4 წლის ვადით არჩეული 11 წევრისგან შედგება, რომელთაგან ერთს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარადგენს.

        რეგლამენტის შესაბამისად, საბჭოს წევრობის კანდიდატად, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“  უმაღლესი საბჭოს წევრი - დავით გაბაიძე დაასახელა. ფრაქციის თავმჯდომარემ - გიორგი მანველიძემ, სხდომის თავმჯდომარეს, ფრაქციის სახელით მომზადებული შესაბამისი განაცხადი წერილობითაც წარუდგინა. კანონმდებლებმა დავით გაბაიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.

      დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვამდე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი