04 მარტი

    „ახალი ქსელი, უზრუნველყოფს მოსახლეობის უწყვეტ წყალმომარაგებას და მასში ასეულობით ოჯახი ჩაერთვება,“ - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ტიტე აროშიძემ კახაბრის დასახლებაში, წყალმომარაგების ახალი ქსელის მშენებლობის  დაწყებასთან დაკავშირებით.

    დასახლებაში, წლების განმავლობაში არ არსებობდა წყალმომარაგების ქსელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, უწყვეტი წყალმომარაგებით, 500-მდე ოჯახი ისარგებლებს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მომდევნო წელს დასრულდება.

   ამავე პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების რეზერვუარისა და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დაიწყო ზედა მახინჯაურშიც. ახალი ქსელი 150 ოჯახს უზრუნველყოფს წყლით.

   მიმდინარე სამუშაოები, ტიტე აროშიძესთან ერთად, ქალაქ ბათუმის მერმა - არჩილ ჩიქოვანმა, პარლამენტარმა - რესან კონცელიძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი