01 მარტი

     უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე,  ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრებს დაესწრო.

  2024 წლის პროგრამების პრეზენტაციითა და სიახლეების შესახებ ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრი - ზაზა შავაძე, ორივე მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების წინაშე წარსდგა. მისი განცხადებით, უწყების 2024 წლის ბიუჯეტი, შარშანდელთან შედარებით, 4 მილიონამდე ლარით გაიზარდა და 32 მილიონს გადააჭარბა, რაც 16 პროგრამისა და 12 ქვეპროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს.

    „სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვა არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებასთან ერთად, წელსაც აგრძელებს სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავების პროგრამას. 2170 ჰექტარი ფართობი, აგროვადების სრული დაცვით დამუშავდება,“- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრიდონ ფუტკარაძემ.

     მსგავსი შეხვედრები, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, აგროსერვის ცენტრისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთში, შუახევსა და ხულოში გაიმართება.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი